ხის მჭრელები

пятница, 7 марта 2014 г.

ჩემი პორტფოლიო აქ


მადლობა ტრენინგებისთვის. საინტერესო და შრომატევადი ტრენინგი იყო. ბევრი მნიშვნელოვანი რამ გავიგე და ვისწავლე. კმაყოფილი ვარ. პროექტის კეთების სურვილი გამიჩნდა. ბევრი ისეთი რამ გავიაზრე, რაც ადრე ბუნდოვანი მეჩვენებოდა. კიდევ ერთხელ მადლობა. 

суббота, 22 февраля 2014 г.

შეფასების დროში გაწერილი გეგმის მიხედვით განვსაზღვრეთ რა სახის აქტივობებსა და დავალებებს გავითვალისწინებდი პროექტისათვის. გავითვალისწინე მოსწავლეების დიფერენცირებაც. განვიხილეთ შეფასების სახეები, შეფასების დაგეგვები, რუბრიკები, ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე.  ძალიან შრომატევადი დღე იყო. (მაინც რამდენი შეფასებაა)))))


суббота, 15 февраля 2014 г.

დიდი ინტერესით მოვუსმინეთ ერთმანეთს და გავაკეთეთ უკუკავშირი  რაც ფრიად ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ და გავარჩიეთ ის აქტივობებზე,  ვიმსჯელეთ საავტორო უფლებებზეც. ვნახეთ როგორ შეიძლება შევქმნათ გამოყენებული ლიტერატურის ფაილი და რა უნდა გავითვალისწინოთ. ვისწავლეთ ინტერნეტიდან მასალების მოძიების საშუალებები და ლინკის გადმოწერა.

суббота, 8 февраля 2014 г.

დღევანდელი დღე მართლაც საინტერესო იყო. ერთმანეთს გაუზიარეთ ჩვენი პროექტების მიზნები. ვიმუშავეთ მიზნების რუბრიკაზე, გავითვალისწინეთ რა ბლუმის ტაქსონომია და 21 საუკუნის უნარები, ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და გავწერეთ კიდეც. პროექტი თანდათან გასაგები და საინტერესო ხდება.

понедельник, 3 февраля 2014 г.

რეფლექსია პირველი

ვიმსჯელეთ  პროექტული სწავლების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში. გავეცანით გზამკვლევს, პროექტული სწავლების ასეთი მიდგომა ჩვენთვის მართლაც სიახლეა, რთულიც და საინტერესოც. გზამკვლევის მუშაობაშიც გავერკვიე. ზოგადად თემა უკვე მოვიფიქრე. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, შევქმენი პორტფოლიო და მისი რუბრიკა გავარჩიეთ, ვიმსჯელეთ და გავარჩიეთ პორტფოლიოს ჩეკ–ლისტი, გავიგე რას ნიშნავს ჩეკ–ლისტი. და პუბლიკაციის გაკეთებას შევუდექი. მართლაც მოსწავლე გაკვეთილზე ვერ ასწრებს იმ უნარების გამოვლენას, რომელიც პროექტის დროს შეიძლება გამოავლინოს და დააკავშიროს საკითხები რეალურ ცხოვრებასთან.  სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოსწავლეების 21- ესაუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
მინდა კარგი პროექტი გამომივიდეს. ცოტას ვნერვიულობ.